ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს მხოლოდ ომის გაგრძელება სურს და მისი ყოველი დარტყმა უარყოფს დიპლომატიის შესახებ მოსკოვის ნებისმიერ განცხადებას

ყოველდღე, ყოველ ღამე რუსეთი ერთსა და იმავე ტერორს ახორციელებს. სულ უფრო მეტი სამოქალაქო ობიექტი ხდება სამიზნე, რუსეთს მხოლოდ ომის გაგრძელება სურს და მისი ყოველი დარტყმა უარყოფს რუსეთის მხრიდან დიპლომატიის შესახებ ნებისმიერ განცხადებას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ქალაქ კრივი-რიჰზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

„კრივი-რიჰი. ჩვეულებრივ ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს რუსმა ტერორისტებმა რაკეტით დაარტყეს. ამ დროისთვის დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. მიმდინარეობს გადაუდებელი სამაშველო სამუშაოები, ყველაფერი კეთდება სიცოცხლის გადასარჩენად. ხალხი შესაძლოა, კვლავ ნანგრევების ქვეშ იყოს მოყოლილი“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება იარაღი რუსეთის ტერორისგან თავის დასაცავად და უფრო ძლიერი გლობალური მხარდაჭერა, რათა დიპლომატია რეალური და ეფექტური გახდეს.

„პრინციპული გადაწყვეტილებებისა და უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე, რუსეთს არ ექნება მოტივაცია მშვიდობისკენ სწრაფვისთვის და გააგრძელებს მხოლოდ ახალი სამიზნეების არჩევას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსებმა დღეს კრივი-რიჰში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს