მიხაილ როთი - ევროპის მომავალი საქართველოშიც გადაწყდება: რუსული იმპერიალიზმი კიდევ ერთ ახალგაზრდა დემოკრატიას გაანადგურებს თუ თავისუფლება და სუვერენიტეტი გაიმარჯვებს

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი აცხადებს, რომ ევროპის მომავალი საქართველოშიც წყდება და რომ ევროკავშირმა არ უნდა აარიდოს თვალი, როდესაც კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიას შეურაცხყოფენ.

„ხშირად მეკითხებიან, რატომ ვმოგზაურობთ ისევ საქართველოში. იმიტომ, რომ ევროპის მომავალი აქაც გადაწყდება: რუსული იმპერიალიზმი კიდევ ერთ ახალგაზრდა დემოკრატიას გაანადგურებს თუ თავისუფლება და სუვერენიტეტი გაიმარჯვებს. ევროკავშირმა არ უნდა აარიდოს თვალი, როდესაც კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიას შეურაცხყოფენ“, - წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია იმყოფება, მათ შორის გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება