საქართველოს სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გეზრბენში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა

საქართველოს სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გეზრბენში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეჯიბრებაში 2008-2010 წლებში დაბადებულმა გოგონებმა და ვაჟებმა მიიღეს მონაწილეობა.

“შეჯიბრების გამარჯვებულები გოგონებში სკრის, ხოლო ბიჭებში ძევერის საჯარო სკოლა გახდა.

შეჯიბრება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

გარდა გეზრბენისა, ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები იმართება კიდევ 6 სპორტის სახეობასა (მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, ბადმინტონი) და მხიარულ სტარტებში.

მუნიციპალური ეტაპების შემდეგ, რომელიც დეკემბერში დასრულდება, გაიმართება რეგიონული და ზონალური შეჯიბრებები.

ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს