დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს

დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს , - ამის შესახებ CBS News-ს აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განუცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია ჩემი კაბინეტის შემადგენლობაში გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე თავმჯდომარე ელის სტეფანიკი წარვადგინო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ელის სტეფანიკი, რომელიც 2021 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის თავმჯდომარეა, „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკისთვის ძლიერი და ჭკვიანი მებრძოლია.

ელის სტეფანიკმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დონალდ ტრამპის შეთავაზება მიიღო.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება მივიღე, მის კაბინეტში ვიმსახურო, როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში აღვნიშნე, თუ როგორი მადლიერი ვარ დავთანხმდე მის ნომინაციას და აშშ-ის სენატში ჩემი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას მოუთმენლად ველი“, - განაცხადა ელის სტეფანიკმა.

ელის სტეფანიკი თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება