მიხაილ როთი - ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ - შიდა საქმეებში ჩარევაა თქვენი ქვეყნის მამაც პრეზიდენტთან შეხვედრა?  ჩარევაა სამართლიანი არჩევნებისთვის მებრძოლ მოქალაქეებთან შეხვედრა?

ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოხარულები ვართ, რომ ისევ აქ, თბილისში ვიმყოფებით, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. ვიცი, რომ ზოგიერთს თქვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მთავრობაში და მმართველ პარტიაში, ჩვენი ვიზიტი არ უხარია, მაგრამ ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ. ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები ვართ, ევროპის გულში, ეს თქვენი ადგილია, რომელსაც იმსახურებთ“, - განაცხადა მიხაილ როთმა.

მიხაილ როთმა აღნიშნა, რომ მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამო აკრიტიკებენ.

„ჩარევაა თქვენი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა? მამაც ქალბატონთან, ევროპის ერთგულ ქალბატონთან, რომელიც თქვენი ქვეყნის მომავლისთვის თქვენთან ერთად იბრძვის? ჩარევაა თქვენთან, ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მებრძოლ ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა? საქმე ჩარევას არ ეხება, არამედ საერთო მომავალს ერთიან ევროპაში და ჩვენ აქ ამიტომ ვართ“, - აღნიშნა მიხაილ როთმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს