შვედი პარლამენტარი აქციის მონაწილეებს - ევროპისკენ მხოლოდ დემოკრატიული გზა არსებობს, არსებობს მხოლოდ კანონის უზენაესობის გზა, არსებობს გზა თავისუფლებით, ადამიანის უფლებებით და ეს გზა თქვენ ხართ

ევროპისკენ მხოლოდ დემოკრატიული გზა არსებობს, არსებობს მხოლოდ კანონის უზენაესობის გზა, არსებობს გზა თავისუფლებით და ადამიანის უფლებებით და ეს გზა თქვენ ხართ, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ერიკ ოტოსონმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპისკენ არ არსებობს „ორბანისეული გზა“.

„მადლობელი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვდგავარ. ჩემი პოლიტიკური ცნობიერების ერთ-ერთი პირველი გამოცდილება იყო, როდესაც ქართველი ხალხი რუსეთის აგრესიას წინ აღუდგა. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი ხალხის გამბედაობამ, რომ დღეს აქ თქვენს წინაშე ვდგავარ, როდესაც თქვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპაში თქვენი ადგილისთვის იბრძვით. გზა ევროპისკენ, როგორც ჩემმა მეგობარმა ჟიგიმანტს პავილიონისმა თქვა, არ არსებობს ორბანისეული გზა, მხოლოდ დემოკრატიული გზა არსებობს, არსებობს მხოლოდ კანონის უზენაესობის გზა, არსებობს გზა თავისუფლებით და ადამიანის უფლებებით. ეს გზა თქვენ ხართ“, - განაცხადა ერიკ ოტოსონმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი