მედია - ოკუპირებულ აფხაზეთში "ოპოზიციონერები" დააკავეს - ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ ცნობები ვრცელდება. როგორც მედია წერს, დაკავებების თაობაზე ინფორმაცია "ტელეგრამ არხებზე" გავრცელდა.

კერძოდ, არსებული ცნობებით, გუდაუთაში "საჯარო შეხვედრიდან" დაბრუნებული "ოპოზიციონერები" ომარ სმირ, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.

ამასთან, აღინიშნება, რომ დაკავებულების ახლობლებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა გუმისთას ხიდი გადაკეტეს, "დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით".

როგორც მედია აღნიშნავს, "ტელეგრამის" არხების ცნობით, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სპონტანურ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები "სოხუმის თავისუფლების მოედანზე" გადავიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობამდე სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ოპოზიცია" 15 ნოემბერს, როცა ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება