CNN - დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნად, სავარაუდოდ, სენატორ მარკო რუბიოს დაასახელებს, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კი მაიკ უოლტსი გახდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ახალი ადმინისტრაციის შექმნაზე მუშაობს, რამდენიმე არჩევანი უკვე გააკეთა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიას ორმა წყარომ განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, სენატორს ფლორიდის შტატიდან, მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად აირჩევს. წყაროების ცნობით, ტრამპმა ფლორიდის „რესპუბლიკელ“ დეპუტატს მაიკ უოლტსს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩევლის პოსტი შესთავაზა.

ამასთან, ტრამპმა „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ელის სტეფანიკი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობისთვის შეარჩია.

დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, სუზი უილსი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი გახდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს