ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს კურსკში 50 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული

კურსკის ოპერაციის წყალობით, საოკუპაციო არმიის 50 000 ჯარისკაცი ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმების სხვა მიმართულებებზე ვერ განლაგდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დეტალური მოხსენება მთავარსარდალ სირსკისგან. კურსკში ჩვენი ბიჭები აკავებენ რუსული ჯარების საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს - საოკუპაციო არმიის პირადი შემადგენლობის 50 000 წევრს, რომელიც, კურსკის ოპერაციების წყალობით, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის დარტყმების სხვა მიმართულებებზე ვერ გაიგზავნება “, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის არსენალებზე განხორციელებულმა დარტყმებმა შეამცირა იმ არტილერიის რაოდენობა, რომელსაც ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ.

„ეს შესამჩნევია ფრონტზე. სწორედ ამიტომ, გვჭირდება შორი მოქმედების გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან - ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან. ეს არის ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს