GITA-ს სტარტაპი Biliki AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც Google-ის სტარტაპ აქსელერატორში მოხვდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპი Biliki AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც მოხვდა Google-ის სტარტაპ აქსელერატორში Google for Startups Accelerator: AI First.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 317 აპლიკანტიდან 15 სტარტაპი შეირჩა.

„მონაწილე სტარტაპები 10 კვირის განმავლობაში ინტენსიურ ტრენინგებსა და მენტორშიპ სესიებს გაივლიან. აქსელერატორი მნიშვნელოვანი ბენეფიტებით გამოირჩევა:

  • გუგლის სერვისებზე წვდომა;
  • ბიზნეს, მარკეტინგული და ტექნოლოგიური მიმართულებით მხარდაჭერა;
  • ინვესტორებთან შეხვედრები;
  • დარგობრივი მიმართულებით, ახალი კავშირების და პარტნიორების გაჩენა;

Google for Startup მსოფლიოს ტოპ 5 აქსელერატორში შედის და მის პორტფელში 20 უნიქორნია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბილიგის დამფუძნებლის განცხადებით, მათ სურთ, რომ Google-სთვის წარმატებული პრეცედენტი გახდნენ.

„გვსურს, Google-თვის წარმატებული პრეცედენტი გავხდეთ, რათა სხვა ქართული სტარტაპებისთვის გაიხსნას გზა და ჩვენი ქვეყნის მეტი სტარტაპი გახდეს აქსელერატორის მონაწილე“, - აცხადებს ბილიკის თანადამფუძნებელი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Biliki AI არის პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია წამებში შექმნას ეკო-მეგობრული სამოგზაურო გეგმა და მიიღოს ინფორმაცია ყოველი დღის აქტივობების, სასტუმროებისა და ტრანსპორტირების შესახებ.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება