შვედი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვედური ონლაინ სამოგზაურო ჟურნალის Freedom Travel.se-ის რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მისი თქმით, გამოცემას სკანდინავიის ქვეყნებში 1.5 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

„პრესტური შვედეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.

პრესტურის ფარგლებში შვედური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, თელავი, ყაზბეგი, უფლისციხე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს. უცხოური მედიის წარმომადგენლები ქართულ გასტრონომიას, ღვინოს, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო კურორტებსა და კულტურულ ტურიზმს გაეცნენ.

მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, როგორც Freedom Travel.se-ის მკითხველებისთვის, ასევე სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს