ირინე წაქაძე ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების მიზნით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების მიზნით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირინე წაქაძე სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მონაწილეებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილემ, ყურადღება გაამახვილა, საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ნორმები ორიენტირებულია ბავშვთა მიტოვების პრევენციასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფაზე.

„ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთელი რიგი პროცედურები, რომელიც ხელს უწყობს უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, ფუნქციონირებს 24-საათიანი გადაუდებელი რეაგირების მექანიზმი, რომლებიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებზე სწრაფ რეაგირებას, ასევე - ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვის მექანიზმებს.

2022 წლიდან, ზრუნვის სააგენტოში ფუნქციონირებს ფსიქოლოგიურ-სოციალური სერვის ცენტრი.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაცია და ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარება, წლების განმავლობაში, სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებაა“, - განაცხადა ირინე წაქაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს ხედვებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„კონფერენციის ფარგლებში, ირინე წაქაძემ თემატურ შეხვედრებსა და სხვა პანელურ დისკუსიებშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა, საკუთარ გამოცდილებაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

კონფერენციას ასევე ესწრებოდა კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქალაქი ბრაზილია), ზურაბ მჭედლიშვილი.

მინისტრთა პირველი გლობალური კონფერენცია, ბოგოტაში, კოლომბიის რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება მსოფლიოს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების, ბავშვთა მიმართ ძალადობის შეწყვეტის, სახელმწიფო ვალდებულებების განახლების, ასევე - აღნიშნულ საკითხებში ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობის და საბოლოოდ, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების მიზნით გაიმართა.

კონფერენცია შვედეთის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მხარდაჭერით ჩატარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება