ჯაბა სამუშია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა და საუნივერსიტეტო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული 39 პროექტიდან 17 პროექტი თსუ დოქტორანტებს ეკუთვნით.

შეხვედრაზე გამარჯვებულმა დოქტორანტებმა საკუთარი საგრანტო პროექტების მიზნებზე ისაუბრეს.

თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვება ერთ-ერთი პირველი წარმატებაა იმ ახალგაზრდების, რომლებმაც დიდი მეცნიერება უნდა შექმნან.

„ხვალ ეს ადამიანები იმუშავებენ დიდ პროექტებზე, ფუნდამენტურ თუ გამოყენებით კვლევებზე. ყველა საგრანტო პროექტს გავეცანი და ძალიან საინტერესო თემებია. თსუ-ში ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გამოცხადდება ასისტენტის პოზიცია, სადაც დოქტორანტებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. ეს პროექტი დაგეხმარებათ მომავალში სამეცნიერო კიბეზე ზემოთ აიწიოთ. მოგიწოდებთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ კონკურსში. ნებისმიერ თქვენგანს სიამოვნებით ვიხილავ აუდიტორიაში ლექციების წასაკითხად“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ დოქტორანტებთან შეხვედრაზე.

უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტების დაფინანსების კონკურსში პროექტები წარდგენილი იყო ყველა სამეცნიერო მიმართულებაში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება