ნინო ლაცაბიძე - რუსთავის მერიის გუნდი აქტიურად აგრძელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო თანამედროვეს, კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის თითოეული რუსთაველისთვის

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თოდრიას ქუჩის მოედნიდან, კაპანაძის ქუჩამდე 13 000 მ2. ფართობზე, ასფალტ-ბეტონის საფარი ეწყობა.

ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნო.

“რუსთავის მერიის გუნდი აქტიურად აგრძელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო თანამედროვეს, კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის თითოეული რუსთაველისთვის. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე დაიგეგმა თორიას ქუჩის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია. უახლოეს პერიოდში, ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო ქუჩა შეემატება”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

„პროექტის მიხედვით, 13 000 მ2 ტერიტორიაზე ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი ეწყობა, განხორციელდა სანიაღვრე ქსელის სრული რეაბილიტაცია და დამატებით 2 სანიაღვრე ჭა მოეწყო, რაც უხვი ნალექის შემთხვევაში, დატბორვის საფრთხეს საგრძნობლად შეამცირებს. მოეწყობა ახალი გაჩერებები და გარე განათების სისტემა, ხორციელდება თოდრიასა და მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული წრის რეაბილიტაცია, ეწყობა უსაფრთხოების კუნძულები. რეაბილიტაცია უტარდება მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული მოედანსაც, სადაც ასევე უსაფრთხოების კუნძული მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

2024 წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სხვადასხვა სახის სამუშაო, რუსთავში 48 ლოკაციაზე ჩატარდა და ორზე მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი