რელიგიის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სასულიერო პირებსა და მრევლს მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სასულიერო პირებსა და მრევლს მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ატარებს. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტარდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის ორგანიზატორიცაა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. აღწერის შედეგად დადგინდება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესის ასაკის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ. პარალელურად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რის შედეგადაც შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. ეს აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისთვის და ასევე, წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოგიწოდებთ საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სასულიერო პირებსა და მრევლს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს