Reuters - ისრაელის იერიშების შემდეგ ირანი თეირანში „თავდაცვით გვირაბს“ აშენებს

ისრაელის იერიშების შემდეგ ირანი თეირანში „თავდაცვით გვირაბს“ აშენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქვეყანაში პირველად, თეირანში თავდაცვითი შესაძლებლობების მქონე გვირაბი შენდება“, - წერს ირანული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბი, რომელიც თეირანის ცენტრში მდებარეობს, ქალაქის მეტროს სადგურს იმამ ხომეინის საავადმყოფოსთან დააკავშირებს.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თვითმფრინავებმა ირანის საჰაერო თავდაცვის ბატარეებისა და ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ობიექტებს დაარტყეს, რომელიც ირანმა 14 აპრილსა და 1-ელ ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისას გამოიყენა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს