კახა კალაძე - 26 ოქტომბრის მერე საუბარი მიდის არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე, ჯერ იზეიმეს, ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული, თუ არჩევნები გაყალბებული იყო, მაშინ, რას ზეიმობდნენ?

26 ოქტომბრის მერე საუბარი მიდის [არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე], ჯერ იზეიმეს, 20:00 საათზე მთელი ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული, რა ეზეიმებოდათ? მარტივი კითხვაა. თუ არჩევნები გაყალბებული იყო, მაშინ, რას ზეიმობდნენ? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მისამართით განუცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გააკეთა და ვისაც მტკიცებულება აქვს, გამოძიებას წარუდგინოს.

„ყველამ, ვისაც რაიმე მტკიცებულება, თუ აქვს კეთილი ინებოს, მიბრძანდეს, გააკეთოს განმარტებები და წარუდგინოს შესაბამის უწყებას, [წარუდგინოს] ყველა მტკიცებულება, თუ რამე არსებობს.

ბუნებაში არ არსებობს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი, ამას ვამბობთ ამდენი ხანი. არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა და 26 ოქტომბრის მერე საუბარი მიდის, ჯერ იზეიმეს, 20:00 საათზე მთელი ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული, რა ეზეიმებოდათ, ხომ? მარტივი კითხვაა. თუ არჩევნები გაყალბებული იყო, მაშინ, რას ზეიმობდნენ? მაგრამ რომ ნახეს, რეალურად, მთელი კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, იგებდნენ რაღაც გაუგებარი კვლევებით და გაუგებარი ეგზიტპოლებით, შეცდომაში შეჰყავდათ[ ამომრჩეველი] და დღეს, აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამის შემდეგ დაიწყეს ეს ცრუ ბრალდებები, სადაც არანაირი ფაქტი არ არსებობს. ამდენი ხანია მათი მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, მიდის სიტყვების ბრახა-ბრუხი, სად არის, ერთი კონკრეტული ფაქტი წარმოადგინონ, ხომ შეიძლება? თუ აქვთ რაიმე, სასამართლოშიც წარმოადგინონ, კეთილი ინებონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს