პრემიერ-მინისტრმა COP29-ის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - Energy: Advancing Climate Mitigation Action მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - Energy: Advancing Climate Mitigation Action.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.

"ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად, ახორციელებს საკანონმდებლო რეფორმებსა და ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მოქმედ კანონზე განახლებადი ენერგიის შესახებ, რომელიც განახლებადი ენერგიის მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის გაძლიერებას და განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირში, შეამცირებს ერთ მიმწოდებელზე დამოკიდებულებას და ენერგეტიკული პორტფელის დივერსიფიცირებას უზრუნველყოფს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ნაბიჯების გადადგმას, რომლის შედეგად ქვეყანაში ელექტროენერგიის ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, ნახშირბადის ემისია შემცირდება და ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება