გიორგი ვაშაძე - არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, გადაწერილი შედეგებით და ამის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ - ჩავხსენით სიები

ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, გადაწერილი შედეგებით და ამის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, „ხელისუფლება არის თვითმარქვია“ და ოპოზიცია მანდატებზე უარს ამბობს.

მივმართეთ კონკრეტულ პროცედურას და მოვითხოვთ, რომ შემაჯამებელ ოქმამდე იყოს ეს განცხადებები წარდგენილი, რომ ჩვენი სახელებითა და გვარებით, არავითარი პროცედურა არ განახორციელოს ცესკო-მ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცედურას მივმართოთ. ამით კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ რა მექანიზმიც არ უნდა დაგვჭირდეს, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ პარლამენტის არალეგიტიმურობა იყოს ცნობილი. ეს არის აბსოლუტურად თვითმარქვია პროცესი, ხელისუფლება არის თვითმარქვია. რეალურად, ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის. ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, გადაწერილი შედეგებით და ამის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ. ჩავხსენით სიები, ინდივიდუალური განცხადებით დასაბუთებულად მივმართავთ ცესკოს, რომ არ შეიყვანოს ჩვენი სახელები და გვარები შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი პარტიების სიიდან. ფაქტობრივად, სამართლებრივად დასაბუთებულია, რომ პარლამენტი ვერ შედგება“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ მიიღო.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა