ირაკლი კობახიძე - საქართველო ერთგულია გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებისა და 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევის იდეისადმი

საქართველო ერთგულია გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებისა და 2050 წლამდე ნახშირბადის ­ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევის იდეისადმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე - Energy: Advancing Climate Mitigation Action განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ერგოეფექტურობას, აერთიანებს ქსელს მეზობელ ქვეყნებთან და მოქმედებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად.

„საკანონმდებლო რეფორმებით, მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებითა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებით, წინ მივიწევთ ამ გარდაქმნის გზაზე.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მივიღეთ კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, ხოლო 2022-2023 წლებში შევიმუშავეთ 15 კანონქვემდებარე აქტი სხვადასხვა სექტორში ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. კანონში ცვლილებები 2024 წელს შევიდა და ის უკვე ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, რადგან ახალი მშენებლობებისგან გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილებას, ხოლო არსებული შენობებისგან სავალდებულო სტანდარტის დაცვას მოითხოვს.

საქართველომ ასევე დაამტკიცა კანონი განახლებადი ენერგიის შესახებ და 8 კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც განახლებადი ენერგიის მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად; დაგეგმილია ბიოსაწვავის რეგულირება და განახლებადი ენერგიის მონტაჟის სერტიფიცირება 2025 წლამდე. გარდა ამისა, გერმანიისა და აზიის განვითარების ბანკების მხარდაჭერით ვიკვლევთ მწვანე წყალბადის შესაძლებლობებს, ხოლო მსოფლიო ბანკთან ერთად შემუშავებული „მწვანე ზრდის სტრატეგიის“ განხორციელება 2023 წელს დავიწყეთ,“- განაცხადა პრემიერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან