ირაკლი კობახიძე - ერთგულნი ვრჩებით იდეისადმი, რომლის თანახმად ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, სათბური აირების ემისია 47 პროცენტით შემცირდება

კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენციაზე საქართველო მიზნად ისახავს, განამტკიცოს ენერგეტიკული და კლიმატური მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე - Energy: Advancing Climate Mitigation Action -განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

„ეროვნული სამოქმედო გეგმის, ისევე როგორც ინტეგრირებული ენერგეტიკული და კლიმატური ცვლილების გეგმის თანახმად, ერთგულნი ვრჩებით იდეისადმი, რომლის თანახმად ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, სათბური აირების ემისია 47 პროცენტით შემცირდება, ხოლო ენერგოეფექტურობა 2030 წლამდე პერიოდში გაუმჯობესდება.

განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რადგან გვაძლევს პარტნიორების ტექნიკურ და ფინანსურ რესურსებზე წვდომას. მათ შორისაა მსოფლიო ბანკი. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი განახლებადი ენერგიის პროექტების დაჩქარებას, შესაძლებლობების გაძლიერებას და ევროკავშირის სტანდარტებთან ნახშირბადის ფასების დაახლოებას. ამ ძალისხმევის განხორციელებით, გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნისა და ემისიების შემცირების იდეისადმი საქართველო სრულ ერთგულებას გამოთქვამს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს