ემანუელ მაკრონი - ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ძლიერი უკრაინა, ძლიერი ევროპა და ძლიერი ალიანსი გვჭირდება

ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ძლიერი უკრაინა, ძლიერი ევროპა და ძლიერი ალიანსი გვჭირდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, ნატო-მ და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის მოწოდება, რომ ნატო-მ და მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ, იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ეს მოლაპარაკებებამდე ერთადერთი გზაა. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინის შესახებ უკრაინელების გარეშე და ევროპის შესახებ ევროპელების გარეშე არაფერი უნდა გადაწყდეს. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ძლიერი უკრაინა, ძლიერი ევროპა და ძლიერი ალიანსი გვჭირდება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, ომში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვა სერიოზულ ესკალაციას წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს