ბათუმში საპროტესტო აქცია ლოზუნგით - “არჩევნები გაყალბდა” მიმდინარეობს

“არჩევნები გაყალბდა” - ამ ლოზუნგით ბათუმში მოქალაქეები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, ქვეყანაში „რუსული რეჟიმის დამყარებას“ არ დაუშვებენ.

“აქ საერთო მიზანმა შეგვკრიბა. დიდი ხანია ნათელი და ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა „კლანმა“არჩევნები გააყალბა. გვაიძულებენ, რომ რუსეთში ვიცხოვროთ, სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ბედი. ჩვენ არაერთხელ დაგვარბიეს და გვიგზავნიდნენ ადამიანებს დასაშინებლად, მაგრამ დღეს აქ ვდგავართ. აუცილებელია რეგიონების აქტიურობა. არ უნდა დავიღალოთ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ. ნებისმიერ რუსულ ძალას ქართველი ერთიანობითა და უწყვეტი ბრძოლით გადატეხს”,- აცხადებენ შეკრებილები.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს