ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით.

“გორგასლის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ევროპის მოედნიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N301, N331, N333, N345, N350, და N371, ასევე, მიკროავტობუსები: N538, N547, N550 და N580 ევროპის მოედნის ნაცვლად, გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და თავისუფლების მოედნიდან მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურებიან.

უკუმიმართულებისას ცვლილება შეეხება მხოლოდ N333-ის მარშრუტს. კერძოდ, მიკროავტობუსი ვაზისუბნის დასახლების მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს