დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცი გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი სამომავლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი არის “ექსპერტი ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და გლობალური ტერორიზმის მხრიდან მომავალი საფრთხეების საკითხში”.

“მაიკი ჩემი, “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” საგარეო პოლიტიკის პროგრამის, მყარი მხარდამჭერი იყო და ძალის მეშვეობით მშვიდობისკენ ჩვენი სწრაფვის დიდი მომხრე იქნება”, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, მაიკ უოლცი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - ფლორიდის შტატს წარმომადგენს და პირველი “მწვანე ბერეტია” (მსახურობდა ამერიკული არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში), ვინც ამერიკის კონგრესში იქნა არჩეული. წარმომადგენელთა პალატაში უოლცი ჩინეთის წინააღმდეგობისა და ჩინეთის რესურსებზედამოკიდებულების შემცირების თემებით არის დაკავშირებული და "რესპუბლიკურ პარტიაში" პეკინის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსად ითვლება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს