კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ისმოდა აფეთქებების ხმა

კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქალაქში აფეთქებებია. საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. თავშესაფრებში დარჩით“, - დაწერა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ პირად არხზე.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დღეს ღამით რუსეთში, ოლენეგორსკიდან „ტუ-95“-ის ტიპის ექვსი თვითმფრინავი აფრინდა. დაახლოებით 7:00 საათზე რუსული ფრთოსანი რაკეტების უკრაინის საჰაერო სივრცეში შესვლა დაფიქსირდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს