პრემიერი - ყველაფერი არის მშვიდად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება

მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები - დანარჩენი, რის დადგმასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს, არის ქარიშხალი ჭიქაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე საკუთარი მტკიცებულებების გასაცნობად ევროკავშირის ელჩს ხვდებიან, კობახიძე ამბობს, რომ „ეს ყველაფერი, რეალურად, ცარიელი პიარია და სინამდვილეში ასეთ ფაქტებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება“.

„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა. ამის შემდეგ საპარლამენტო ცხოვრება დაიწყება. აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. არაერთი პროექტი ხორციელდება, ჩვენი 4-წლიანი პროგრამის შესრულებას ვიწყებთ. პასუხისმგებელი ვართ, რომ 4 წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას. ჩვეულებრივად, მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს, არის ქარიშხალი ჭიქაში“,- განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!