საია-ს წარმომადგენელი - ევროკავშირის ელჩთან ვისაუბრეთ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე - ვუთხარით, რომ ქართველი ხალხი არ უნდა მიატოვონ და პარტნიორობა გააგრძელონ

ევროკავშირის ელჩთან ვისაუბრეთ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე - რაც მათ ვუთხარით ისაა, რომ ქართველი ხალხი მაქსიმალურად არ უნდა მიატოვონ და უნდა გააგრძელონ პარტნიორობა, რაც ქართველ ხალხთან ჰქონდათ, - ამის შესახებ საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ნანუკა ყრუაშვილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა, მათ შორის, იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნების გამოძიებას ხელი შეუწყონ.

„ევროკავშირის ელჩთან ჩვენ დღეს ვისაუბრეთ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით, გვაქვს თუ არა იმედი, რომ პროკურატურა ყველაფერს გამოიძიებს და ასევე, რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმისთვის, რომ დაეხმარონ ამ პროცესს და ხელი შეუწყონ ამ გამოძიებას საქართველოში. რეალურად მათ აინტერესებდათ ის დარღვევები, ის არგუმენტები, რაც ჩვენ გვქონდა“,- განაცხადა ყრუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება