რატი იონათამიშვილი - სიების ჩახსნისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ გაკეთებული განცხადებები არც სამართლებრივი და არც პოლიტიკურია - ეს არის ამ ადამიანების სასოწარკვეთილების აღიარება, რადგან მათ საკუთარი მხარდამჭერები მოატყუეს

სიების ჩახსნისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ გაკეთებული განცხადებები არც სამართლებრივი და არც პოლიტიკურია - ეს არის ამ ადამიანების სასოწარკვეთილების აღიარება, რადგან მათ საკუთარი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები მოატყუეს, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

იონათამიშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამომრჩეველს ატყუებდა არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც და ახლა ამ ტყუილის გამო თავს იმართლებს.

„არ უნდათ იმის აღიარება, რომ ცდილობდნენ საკუთარ მხარდამჭერებს სიცრუეში ეცხოვრათ. შესაბამისად, ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანები ნამდვილად არ იმსახურებენ იმას, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. რაც ახლა ხდება, ეს ქვეყნის დემოკრატიისთვის უკეთესია. ჩვენი პოლიტიკური ველი რაც უფრო გაიწმინდება ასეთი მარგინალებისგან, მით უკეთესი იქნება დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება