საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხზე, ევროპარლამენტში დღეს დებატები ჩაინიშნა

დღეს, ევროპარლამენტში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფები დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა უნდა დაადასტურონ.

„პარლამენტი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო შეშფოთებას გამოხატავს. ევროპარლამენტარები საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევას განიხილავენ.

2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა საქართველოს ქუჩებში, რომელშიც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა იმ ბრალდებების ფონზე, რომ კენჭისყრის გაყალბებაში რუსეთი დაეხმარა. აქციის მონაწილეები, სხვა საკითხებთან ერთად, საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ახალი არჩევნების ჩატარებას და ხმის მიცემის სავარაუდო გაყალბების შესახებ სათანადო გამოძიებას ითხოვენ.

კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის 15 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და მათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა დაგმეს. ასევე, ევროპარლამენტის წამყვანმა წევრებმა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე მიუთითეს და დაფიქსირებული დარღვევების სათანადო გამოძიება მოითხოვეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები რეზოლუციას კენჭს 25-28 ნოემბერს პლენარულ სესიაზე უყრიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს