პროკურატურამ ხატია დეკანოიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა.

როგორც დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცემს.

დეკანოიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ აღნიშნული საგამოძიებო უწყება ერთი ადამიანების ინტერესებს გამოხატავს.

„მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას. არასდროს მივსულვარ. ჩემი პასუხები საზოგადოებას ექნება მოსამართლესთან და ალბათ დამატებით თარიღს შემატყობინებენ. ზოგადად, სასაცილოა, როდესაც გაყალბების დამდასტურებელი ამდენი მასალა არსებობს და ოპოზიციონერ ლიდერებს იბარებენ პროკურატურაში. ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევაზე, ლონდა თოლორაია.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ასევე, დაიკითხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი, თუმცა უწყებაში კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ინფორმაციას არ აჟღერებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს