საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაში - Web Summit 2024 მონაწილეობს

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაში - Web Summit 2024 მონაწილეობს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, საქართველო ღონისძიებაზე მათი სააგენტოსა და „აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, მასშტაბური სივრცით არის წარმოდგენილი.

ამასთან, მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა StartUP in Georgia-ს ინიციატივით დაიგეგმა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე სტარტაპების განვითარებას უწყობს ხელს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ყველა აქტივობას, პროგრამას, მხარდაჭერის მექანიზმსა თუ ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის ფარგლებში ტარდება ეკოსისტემის და ინოვაციების საზოგადოების განვითარების მიზნით. ასევე, სამიტზე წარდგებიან ქართული სტარტაპები: Awork, Helio, Klipy, Wempler და სხვები.

ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე Web Summit 2024 მასპინძლობს 160 ქვეყნიდან 70 000 - ზე მეტ მონაწილეს, მათ შორის ასეულობით სტარტაპს, ტექნოლოგიურ კომპანიასა თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება