Reuters - ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს

ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები კვირას გასამართი ადგილობრივი არჩევნების წინ არეულობის მოწყობას გეგმავდნენ.

„17 ნოემბერს ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მიზნით, ისინი ეროვნული სპორტული თამაშების გამოყენებით ძალადობრივი და არაკონსტიტუციური აქტებისკენ მოწოდებებს გეგმავდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დაკავებულებს შორის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია