ნატალი ლუაზო - მე და ჩემი ექვსი კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით, დავინახეთ თაღლითობა, დაშინება

მე და ჩემი ექვსი კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით და დავინახეთ თაღლითობა, დაშინება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ევროკავშირისგან ბევრს ელის, ევროპარლამენტარმა წუხილი გამოთქვა, რომ ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე სასაუბროდ დრო ვერ გამონახა.

“მე და ჩემი ექვსი კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით და დავინახეთ თაღლითობა, დაშინება, და შესაბამისად მსურს, რომ ამაზე დებატები გავმართოთ აქ, პარლამენტში.

რაც ახლა საქართველოში ხდება - ვსაუბრობ პროტესტებზე, ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით გამოსულ ხალხზე - ისინი ბევრს ელიან ევროკავშირისგან. სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე ვერ გამონახა დრო ამაზე სალაპარაკოდ.

ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ ევროპაში და დრო უნდა გამოვნახოთ არა მხოლოდ იმაზე სადებატოდ, თუ რა ხდება საქართველოში, არამედ რეზოლუციის მიღებით ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. სწორედ ამიტომ, მოვითხოვ შემდეგ სესიაზე, ეს დღის წესრიგის ნაწილი გახდეს”, - განაცხადა ლუაზომ.

ლუაზოს წინადადებას, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს, მხარი 309 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 191 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება