მარგარიტის სხინასი - “უცხოური გავლენებისა” და “საოჯახო ღირებულებების” კანონების გაწვევისა და რეფორმების გარეშე შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა - პირობები ცნობილია, რაც უფრო მალე იქნება გააზრებული თბილისში, მით უკეთესი

“უცხოური გავლენების კანონისა” და ე.წ. “საოჯახო ღირებულებების კანონის” გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა - პირობები ცნობილია და ცხადია - რაც უფრო მალე იქნება ეს გააზრებული თბილისში, მით უკეთესი, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს ევროპულ გზაზე საუბრისას მან სამი კომპონენტი დაასახელა.

მან ისაუბრა ევროკავშირის „მკაფიო პასუხზე” საქართველოში "დემოკრატიულ უკუსვლასთან" დაკავშირებით და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხელახალი ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან, „ცხად და მკაცრ პირობებს“ მოითხოვს.

ამასთან, ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ორშაბათს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საშუალება იქნება განიხილონ და შეთანხმდნენ „ შემდგომ და დამატებით ნაბიჯებზე“.

„ამ გადამწყვეტი მომენტების შემდეგ, მსურს ევროკომისიის სახელით ევროპის პასუხის სამ კომპონენტს გავუსვა ხაზი.

პირველი - ივლისიდან მოყოლებული ევროკავშირმა მკაფიო პასუხი გასცა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას. წევრ ქვეყნებთან კოორდინაციაში, ჩვენ დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევაჩერეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება - ევროპული დახმარების 30 მილიონი ევრო და [საქართველოს] მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარების 121 მილიონი ევრო. შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულ იქნა. ეს ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ [საქართველოს] ოფიციალური პირები ქმედების კურსს არ შეცვლიან. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, რომლებიც იქ, ისევე როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ სვეტად რჩებიან.

მეორე - არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა თავისი პოზიცია ცხადი გახადა ძლიერი საჯარო განცხადებებით. მოუწოდა საქართველოს ოფიციალურ პირებს, გამოეძია სერიოზული დაფიქსირებული დარღვევები. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა, უკვე შეიყვანა საქართველოს არჩევნების საკითხი შემდეგი “საგარეო საქმეთა საბჭოს” დღის წესრიგში, რომელიც შემდეგ ორშაბათს ჩატარდება. ეს საშუალებას მოგცემს უფრო მეტად განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და პოტენციურ დამატებით ნაბიჯებზე შევთანხმდეთ.

ბოლოს - ნებისმიერი სამომავლო ხელახლა ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოითხოვს ცხად და მკაცრ პირობებს, რომლებიც ასევე აღნიშნულია ჩვენი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში. მთავრობამ კვლავ ერთგული უნდა გახდეს სარეფორმო დღის წესრიგის, მათ შორის 9 ნაბიჯის შესრულების, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ამბები, ევროკავშირის საწინააღმდეგო ზიზღი და რიტორიკა.

სპეციფიკური ზომები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. “უცხოური გავლენების კანონი” და ე.წ. “საოჯახო ღირებულებების კანონი” გაწვეულ უნდა იქნან. ამ კანონების გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა. საქართველოს ევროპულ გზის ალტერნატივა არ არსებობს.

პირობები ცნობილია და ცხადია - დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე იქნება ეს გააზრებული თბილისში, მით უკეთესი”, - განაცხადა მან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება