ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი - რომც არ გსურდეთ ამის მიღება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კორექტულად იქნა ჩატარებული, ეს დემოკრატიული არჩევნები იყო, მკაფიო გამარჯვებულით

რომც არ გსურდეთ ამის მიღება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კორექტულად იქნა ჩატარებული, ეს დემოკრატიული არჩევნები იყო მკაფიო გამარჯვებულით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველები ჭკვიანი და ამაყრი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ „არ სურთ ბრიუსელის ცისარტყელას" დღის წესრიგისთვის დანებება”.

„საპარლამენტო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი, იქ ვიყავი ადგილზე, ვიგრძენი, რომ იქ ზეწოლის არანაირი გრძნობა არ იყო.

ოპოზიციას თავისუფლება ჰქონდა არჩევნებში გამოსულიყო და საშუალება ჰქონდა მთავრობის თავისი კრიტიკა წარედგინა. ეუთოს დილის ბრიფინგი ამბობდა, რომ იყო დაძაბული, მაგრამ ძალიან კარგად ჩატარებული არჩევნები. რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, მაგრამ არცერთი, რომელიც არჩევნების საერთო სამართლიანობაზე მოახდენდა გავლენას.

ქართველები ჭკვიანი ხალხია, მათ იციან, რომ მათი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანია. მათ არ სურთ ძალების ბლოკებს შორის კონფლიქტში ჩათრევა. ქართველები ამაყი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ არ სურთ ბრიუსელის “ცისარტყელას” დღის წესრიგისთვის დანებება.

პატივი ვცეთ საქართველოს დემოკრატიულ არჩევანს, პატივი ვცეთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ვისწავლოთ საქართველოსგან, რომ მსოფლიო წესრიგში ჩვენს პოზიციაზე ზედმეტი წარმოდგენა არ შევიქმნათ”, - განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს