ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ავსტრიაში ქვეყნის ტურისტულ გამოცდილებას გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ავსტრიაში, ქვეყნის ეკონომიკის ფედერალური სამინისტროსა და ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტი ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ავსტრიის შრომისა და ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით შედგა.

„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ავსტრიის ტურიზმის პოლიტიკის სტრატეგიას გაეცნენ.

შეხვედრებზე განიხილეს რეგიონული ტურიზმის განვითარების, ტურიზმის სტატისტიკისა და მონაცემთა დამუშავების, ტურისტული ნაკადების მართვის, ინოვაციებისა და მდგრადი ტურიზმის საკითხები.

ქალაქ ლინცში მდებარე ზემო ავსტრიის ტურისტულ საბჭოში შეხვედრაზე განიხილეს 4 სეზონის ტურისტული მიმართულების კონცეფცია და ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მართვის საკითხები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება