„ჯივიპი“ რუსთავში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს

14 ნოემბერს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშოები ხრამის სათავე ნაგებობის მეორე აწევის სატუმბო სადგურზე ხორციელდება, რაც ქალაქ რუსთავსა და გარდაბანში, 14 ნოემბერს დღის 15:00 საათიდან - 15 ნოემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდებას შეზღუდავს.

„რეაბილიტაციის ფარგლებში სატუმბო სადგურში მაგისტრალური მილსადენები განახლდება და 13 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა, რაც სატუმბო სადგურის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ხრამის სათავე ნაგებობის სრული სარეაბილიტაციო პროექტის ჯამური ინვესტიცია 8.6 მლნ ლარია.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს, 14 ნოემბერს დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 14 ნოემბერს დღის 15:00 საათიდან 15 ნოემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ქალაქ გარდაბანს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის. ცისტერნების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/lA6JW.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო