ფოთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ მიენიანგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ მიენიანგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში ტექნოლოგიების, ეკონომიკის, განათლების და ტურიზმის მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობაა დაგეგმილი.

როგორც ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორებთან ფოთის სწორი პოზიციონირებისთვის ისინი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ.

„ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ ჩვენი ქალაქის სწორი პოზიციონირებისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, როგორც ჩვენი ლოჯისტიკური მნიშვნელობის განსამტკიცებლად, ასევე ტურისტული შესაძლებლობების განსავითარებლად“, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიენიანგი ცნობილია ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების მაღალი დონით.

„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს სიჩუანსა და საქართველოს შორის იმპორტისა და ექსპორტის საერთო მოცულობამ მიაღწია დაახლოებით 151 მილიონ RMB-ს, რაც 68,67%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

გარდა ამისა, ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა დაიწყო მარშრუტი მიენიანგიდან საქართველოში, რაც გულისხმობს ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქციის ტრანსპორტირებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება