გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით „გორის ფოტოგრაფთა კლუბმა“ სპორტული კატალოგი „მოგვერდი“ დაბეჭდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით „გორის ფოტოგრაფთა კლუბმა“ სპორტული კატალოგი „მოგვერდი“ დაბეჭდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, კრებული ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატებზე გადაღებულ ფოტოებს აერთიანებს. წიგნში იმ შეჯიბრებების ფოტოებია წარმოდგენილი, რომლებშიც მონაწილეობას გორელი სპორტსმენები იღებდნენ.

ნამუშევრების ავტორი გორელი ფოტოგრაფი ლევან ახალკაცია. წიგნში 2015 წლიდან დღემდე გადაღებული 200 - მდე ფოტოა განთავსებული.

პროექტი გორის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

"ძალიან მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები ერთ კრებულში გაერთიანდა. პროექტი გორის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მაშინ როცა ამ ფოტოებს ვიღებდი, ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი. სპორტულმა ფოტოგრაფიამ 2015 წლიდან გამიტაცა. დღემდე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ათობით მასშტაბური სპორტული ღონისძიება მაქვს გადაღებული. ბედნიერი ვარ, რომ მეც შევიტანე პატარა წვლილი ჩემი ქალაქის სპორტული წარმატებების ისტორიის შექმნაში." - განაცხადა ლევან ახალკაცმა.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გორელი ტიტულიანი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების 30 გამორჩეული ფოტო დიდ ფორმატზე დაიბეჭდა. ნამუშევრები კი სპორტულ სკოლებს გადაეცათ.

გარდა ამისა, მომზადდა 10 ვიდეორგოლი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების შესახებ, რომლებიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება სოციალური ქსელის საშუალებით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება