აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ იემენში ჰუსიტების იარაღის საწყობებს დაარტყა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა იემენში, ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განლაგებულ იარაღის შესანახ ობიექტებზე ზუსტი საჰაერო დარტყმების სერია განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ობიექტებში განთავსებული იყო სხვადასხვა სახის თანამედროვე იარაღი, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში მცურავ აშშ-სა და საერთაშორისო სამხედრო და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ იყენებდნენ.

„ოპერაციაში ჩართული იყო აშშ-ის საჰაერო ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების აქტივები, მათ შორის F-35C-ები“, - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

მათი განმარტებით, წერტილოვანი ოპერაცია ჩატარდა საერთაშორისო კომერციულ გემებზე, ისევე როგორც აშშ-ის, კოალიციისა და სავაჭრო გემებზე წითელ ზღვაში, ბაბ ალ-მანდების სრუტესა და ადენის ყურეში ჰუსიტების უკანონო თავდასხმების საპასუხოდ.

„ოპერაციის მიზანი ასევე იყო ჰუსიტების უნარის დაქვეითება, რომელმაც საფრთხე შეუქმნა რეგიონულ პარტნიორებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად ამერიკის სამხედრო პერსონალი არ დაშავებულა და მათი ტექნიკა არ დაზიანებულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება