თსუ-ს სამეცნიერო ჯგუფის მონაწილეობით შემუშავებულმა პროექტმა „Black Sea CONNECT“ თურქეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო ჯილდო მიიღო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის მონაწილეობით შემუშავებულმა პროექტმა „Black Sea CONNECT“ - „საზღვაო კვლევების და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე“ (2019-2023), საუკეთესო საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით თურქეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო ჯილდო მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, თსუ-ს სამეცნიერო ჯგუფს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი კახაბერ ბილაშვილი ხელმძღვანელობს.

„ევროკომისიის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“- ის ფარგლებში განხორციელებული პროექტის მიერ მოპოვებული ჯილდო, აღიარებს კონსორციუმის მიღწევებს და ხაზს უსვამს კონსორციუმის საერთო წარმატებას შავი ზღვის სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგისა და მისი განხორციელების გეგმის შემუშავებაში. ეს ხელს უწყობს შავი ზღვის ეკოლოგიური გარემოს დასაცავად საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასა და გაძლიერებას. ასევე, ლურჯი ზრდის შესაბამისად - საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენება ეკონომიკური განვითარებისათვის, ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების გაცვლისა და ინოვაციების იმპლემენტაციის გზით.

საპრეზიდენტო ჯილდო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავად გადასცა პროექტის წარმომადგენლებს - შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორებს ბარიშ სალიოღლუს და მუსტაფა იუსელს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის