გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში, ვილნიუსში იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტი ლიეტუვასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მიმდინარე განვითარების თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

„ქართული მხარის მონაწილეობით შეხვედრები ლიეტუვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეროვნულ გადამხდელ სააგენტოში, ლიეტუვას სოფლის მეურნეობის მონაცემთა ცენტრში, სოფლის მეურნეობის სააგენტოში და სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურში, მემცენარეობის სამსახურში, ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნულ მიწის სააგენტოში გაიმართა.

შეხვედრებზე მხარეებმა ლიეტუვას სახელმწიფო უწყებების მუშაობის სპეციფიკაზე, ფუნქციებსა და საქმიანობაზე იმსჯელეს. ლიეტუვას წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. პოლიტიკის ფორმულირების ეტაპზე, ხაზი გაესვა ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო სისტემების გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას. მხარეებმა ევროკავშირის ბაზრის საერთო ორგანიზების (CMO) კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მზად უნდა იყოს ბაზრის მარეგულირებელი მხარდამჭერი ღონისძიებები განახორციელოს, რაც სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამის ინსტიტუციურ მოწყობასა და მონაცემთა ბაზების გამართულად მუშაობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება