„პალიტრა L-ის“ აპლიკაციასა და ვებგვერდზე თბილისის წიგნის დღეების ფასდაკლებები გელოდებათ

„თბილისის წიგნის დღეები“ „პალიტრა L-ის“ აპლიკაციასა და ვებგვერდზე იწყება - გამომცემლობა გთავაზობთ, საფესტივალო ფასად გააკეთოთ ონლაინ შენაძენი და ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

ლიტერატურული ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ 15, 16 და 17 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება. ღონისძიებაში ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებს გამომცემლობა „პალიტრა L-ი’“, რომელიც მკითხველს ფასდაკლებებსა და აქციებს შესთავაზებს. თუ ფესტივალზე სტუმრობას ვერ მოახერხებთ, გამომცემლობის ვებგვერდის ან აპლიკაციის მეშვეობით დისტანციურად მარტივად შეძლებთ სასურველი შენაძენის გაკეთებას.

ონლაინ ფასდაკლება წიგნებზე ღონისძიების მსგავსად 15, 16 და 17 ნოემბერს გავრცელდება. „პალიტრა L-ის“ აპლიკაცია წიგნების შერჩევისა და შეძენის ყველაზე მარტივი და კომფორტული საშუალებაა. მომხმარებლებს აპლიკაციაში დახვდებათ წიგნის შეძენის ველი, ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა და ასევე აუდიო წიგნები. ეს გახლავთ უნიკალური მულტიფუნქციური შეთავაზება ქართულ ბაზარზე, რომელიც წიგნს კიდევ უფრო ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ისე iOS სისტემაზე.

ისარგებლეთ „პალიტრა L-ის“ ონლაინ შეთავაზებით და განაახლეთ თქვენი ბიბლიოთეკა სასურველი ლიტერატურით.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება