The Guardian - ირანი გეგმავს „სამკურნალო კლინიკის“ გახსნას ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის ტარების კანონებს არ იცავენ

ირანი აცხადებს, რომ აპირებს გახსნას სამკურნალო კლინიკა ქალებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ სავალდებულო კანონებს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„სამკურნალო კლინიკის“ გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა თეირანის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის შტაბის ქალთა და ოჯახის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეჰრი თალები დარესტანმა.

განცხადების გამო, ირანელი ქალები და უფლებადამცველი ჯგუფები აღშფოთებას გამოხატავენ.

ირანელი ადამიანის უფლებათა ადვოკატის, ჰუსეინ რაისის განცხადებით, კლინიკის გახსნის იდეა, სადაც უმკურნალებენ ქალებს, რომლებიც ჰიჯაბის კანონებს არ იცავენ, არც ისლამურია და არც ირანის კანონს შეესაბამება. მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ განცხადება თეირანის სათნოების ხელშეწყობისა და პრევენციის შტაბის ქალთა და ოჯახის დეპარტამენტიდან გაკეთდა, რომელიც უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის უშუალო უფლებამოსილებას ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს და შემდეგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის კამპუსში ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტი ამ ფორმით მას შემდეგ გამოხატა, რაც სასწავლებლის დაცვამ ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება