გურამ მაჭარაშვილი - ერთადერთი „კარუსელი“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში - შეუძლია გახარიას მივიდეს, გვარამიაც მივიდეს, ნიკა მელიას გაუჭირდება, შეიძლება ჩატეხოს, მაგრამ გავაკეთებთ ისე, რომ ისიც დაჯდეს

ერთადერთი „კარუსელი“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში - შეუძლია გახარიას მივიდეს, გვარამიაც მივიდეს, ნიკა მელიას გაუჭირდება, შეიძლება ჩატეხოს იქ, მაგრამ გავაკეთებთ ისე, რომ ისიც დაჯდეს - აგერ ახალი წელი მოვა და წერილებიც დაწერონ თოვლის ბაბუას სახელზე, იქნება რამენაირად ცოტა გონება მაინც გაუნათდეთ, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ოპოზიციის ყოველი მათი მორიგი განცხადება არის მათი კრახის გაგრძელება.

„კარუსელები“ რაც არის საქართველოში, არის სკვერებში. შეუძლია გახარიაც მივიდეს, გვარამიაც მივიდეს, ნიკა მელიას გაუჭირდება, შეიძლება ჩატეხოს იქ, მაგრამ გავაკეთებთ ისე, რომ ამ „კარუსელზე“ ნიკა მელიაც დაჯდეს. ერთადერთი „კარუსელი“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში. შეუძლია ოპოზიციას მივიდეს. მეტი საქმე მაინც არ ექნებათ, მით უმეტეს, თუ არ აპირებენ პარლამენტში მუშაობას და არც არასდროს მუშაობდნენ. აგერ ახალი წელი მოვა და წერილებიც დაწერონ თოვლის ბაბუას სახელზე, იქნება რამენაირად ცოტა გონება მაინც გაუნათდეთ. ეს არის მხოლოდ მათი შანსი. მეტი სხვა შანსი აღარ აქვთ, იმიტომ რომ ყოველი მათი მორიგი განცხადება არის მათი კრახის გაგრძელება. დასცინიან საკუთარივე ამომრჩევლები," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!