ვიაჩესლავ ვოლოდინი - „უცხოური აგენტები“ რუსეთში გამომუშავებული თანხის განკარგვას მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მოხსნის შემდეგ შეძლებენ

„უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი პირების საქმიანობაზე კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი ადგენს, რომ „უცხოური აგენტები“ რუსეთში გამომუშავებული თანხის განკარგვას მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მოხსნის შემდეგ შეძლებენ , - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამზე“ წერს.

მისი თქმით, 14 ნოემბერს სახელმწიფო სათათბიროს წარედგინება კანონპროექტი სპეციალური პროცედურის შესახებ, რომელიც ეხება „უცხოური აგენტების“ ანაზღაურებას და სხვა გადახდებს ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებისა და ბრენდების გამოყენებით.

ვოლოდინის განმარტებით, კანონპროექტი ავალდებულებს "უცხოურ აგენტებს" გახსნან რუბლის სპეციალური ანგარიში რუსეთში, რომელზეც ჩაირიცხება ნებისმიერი შემოსავალი შემოქმედებითი საქმიანობიდან. თუ „უცხოურ აგენტად“ გამოცხადებული პირი, ან ორგანიზაცია არ გახსნის სპეციალურ ანგარიშს, ამის გაკეთების ვალდებულება ექნება მას, ვინც ჰონორარს გადაურიცხავს.

ის, ვინც მათ გადარიცხავს საფასურს, ვალდებული იქნება ამის გაკეთება, განმარტა ვოლოდინმა.

„უცხოური აგენტები სპეციალური ანგარიშიდან თანხების განკარგვას მხოლოდ უცხოური აგენტის სტატუსის გაუქმების შემდეგ შეძლებენ“, - წერს ვოლოდინი და დასძენს, რომ "სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება თანხების ბიუჯეტში გადარიცხვა".

ვოლოდინის ინფორმაციით, ამ დროისთვის „უცხოურ აგენტად“ 491 ადამიანია აღიარებული.

„მათი უმეტესობა საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ ჰონორარს რუსეთიდან იღებს. ისინი თავს უფლებას აძლევენ, გააგრძელონ ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების შეურაცხყოფა. ისინი არ ერიდებიან იმის თქმას, რომ მიღებულ თანხას, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაზეც ხარჯავენ. ეს მიუღებელია“, - წერს ვოლოდინი.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მომავალ კვირას იგეგმება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება