გიორგი კახიანი - უსაფუძვლო განცხადებები ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ქვეყანას აკრიტიკებენ, ადრეც მოგვისმენია - რეალურად, ტენდენცია არის ის, რომ იმ პოლიტიკის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება, რომელსაც საქართველოში ვატარებთ

რეალურად, ტენდენცია არის ის, რომ იმ პოლიტიკის მხარდამჭერი ევროპარლამენტარების რიცხვი იზრდება, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვატარებთ - დარწმუნებული ვარ, რაც დრო გავა, მათი რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ევროპარლამენტში გუშინ გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აკრიტიკებენ, სრულიად უსაფუძვლო განცხადებები ადრეც მოგვისმენია, მაგრამ სიახლე იყო ის, რომ ევროპარლამენტში მომრავლდნენ ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სასარგებლო განცხადებებს აკეთებენ.

"ეს დებატები, რომელიც ასე მოულოდნელად მიანიშნა, არის გაგრძელება იმ სცენარის, რასაც ცოტა ხნით ადრე ჩვენ თბილისში ვხედავდით, როდესაც ჩამოსული იყვნენ სხვადასხვა ევროპულო სახელმწიფოს პარლამენტის წევრები და ზოგიერთი მათგანისგან ფაქტობრივად, პირდაპირ მოვისმინეთ საპროტესტო აქციებზე მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისაკენ. თემა არის ის, რომ ისინი რაღაცნაირად ცდილობენ, ამ რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არანაირი რესურსი არ გააჩნია და თავიანთ ამომრჩეველსაც ვერ დააჯერეს, რომ არჩევნები ვითომ გაყალბდა, ცდილობენ, რომ გარედან შეეშველონ, რაღაცნაირად მუხტი შემატონ რადიკალურ პროცესებს. ამ მცდელობებს ვხედავ ჩვენ ქვეყნის გარედანაც. ევროპარლამენტარებისგან სრულიად უსაფუძვლო განცხადებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აკრიტიკებენ, ადრეც მოგვისმენია, ამაში სიახლე არაფერია, მაგრამ სიახლე იყო ის, რომ ევროპარლამენტში მომრავლდნენ ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სასარგებლო განცხადებებს აკეთებენ. იქ პირდაპირ იყო ნათქვამი არა ერთი ევროპარლამენტარისგან, რომ ის მიდგომა, რომელიც გააჩნია ზოგიერთ ევროპარლამენტარს, არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა. რა თქმა უნდა, ეს არის საერთაშორისო სტანდარტებით დაუშვებელი. რეალურად, ტენდენცია არის ის, რომ იმ პოლიტიკის მხარდამჭერო ევროპარლამენტარების რიცხვი იზრდება, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვატარებთ. დარწმუნებული ვარ, რაც დრო გავა მათი რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს," - განაცხადა კახიანმა.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს და აღნიშნული საკითხი მოსახლეობის დაშანტაჟების მცდელობაა.

"არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. როდესაც ევროპარლამენტარების მხრიდან ასეთ მოთხოვნებს ვისმენთ, ეს ერთადერთი, ჩვენი საზოგადოების დაშანტაჟების მცდელობას ნიშნავს, მეტს არაფერს. არ მოხდება მოსახლეობის გარეთ გამოსვლა, რასაც საბოლოო ჯამში, უნდა მოჰყვეს სახელმწიფო გადატრიალება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, თურმე, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს", - განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გუშინ გაიმართა. ევროპელი დეპუტატების ერთმა ნაწილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად არ ჩატარებულა და საჭიროა დარღვევების გამოძიება, ასევე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება. აღინიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დებიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი. რამდენიმე ევროპარლამენტარმა კი განაცხადა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და საქართველოში ამჟამინდელი ვითარება ევროკავშირის, აშშ-ის და ბევრი დასავლური ქვეყნის უსამართლო პოლიტიკის შედეგია და რომ ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა საქართველოს მთავრობასთან რაციონალური დიალოგი უნდა დაიწყონ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან