ნატალი ლუაზო - არ შეგვიძლია 26 ოქტომბრის არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება

თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომელიმე გუნდს, არ შეგვიძლია ამ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ევროპარლამენტარი ამით თბილისის მერს, კახა კალაძეს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, თითქოს “თუ ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, მაშინ არჩევნები არასწორად და ცუდად იქნა ჩატარებული”.

“თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომელიმე გუნდს. ჩვენ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ვიყავით დაპატიჟებული, რათა არჩევნებს დავკვირვებოდით. არ შეგვიძლია ამ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ. ეს ფაქტია და არა მოსაზრება”, - წერს ლუაზო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს