სოზარ სუბარი - მაია სანდუ მხოლოდ გაყალბებული არჩევნების შედეგად გახდა მოლდოვის პრეზიდენტი უკვე მეორედ, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს არჩევნებზე კრიტიკულად ლაპარაკობენ, ამაზე სიტყვა არ დასცდენიათ

მაია სანდუ მხოლოდ გაყალბებული არჩევნების შედეგად გახდა რამდენიმე წლის წინ მოლდოვის პრეზიდენტი. ანუ, მან წააგო არჩევნები საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ, შემდეგ, ევროპიდან ჩატანილი და ჩაყრილი ხმებით გახადეს პრეზიდენტი,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მედიასთან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც „საქართველოს არჩევნებზე კრიტიკულად ლაპარაკობენ“, მოლდოვასთან დაკავშირებით არცერთი უარყოფითი სიტყვა არ დასცდენიათ.

„ახლაც, მაია სანდუმ საკუთარ ქვეყანაში მეორედ წააგო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას წარმოადგენდა და მთელი რიგი ბერკეტები ჰქონდა, ასევე, ქვეყნის მთელ რიგ რეგიონებში არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ხალხს უბრალოდ არ მიეცა. და მან ისევ ევროპაში გაყალბებული ხმებით მოიგო. ამის მიუხედავად, დასრულებული არ იყო მოლდოვაში ხმების დათვლა, რომ სანდუს [სხვადასხვა ქვეყნიდან] გამარჯვება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდაო. იმ ადამიანებს კი, რომლებიც საქართველოს არჩევნებზე კრიტიკულად ლაპარაკობენ, არცერთი სიტყვა არ დასცდენიათ რაიმე დარღვევაზე მოლდოვაში", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს